მარნეულის მერიამ სოფლებში გზების მოწყობისთვის 79 723 ლარის ღირებულების ორი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთ სოფელში შიდა გზების მოხრეშვისა და ერთ სოფელში მისასვლელი გზის არმირებული ბეტონის საფარის სავალი ნაწილის მოწყობისათვის შპს „ამირანთან“ 79 723 ლარის ღიებულების ორი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშ განსახორციელებელი პროექტების შერსასრულებლად ხელშეკრულებების გამარტივებული წესით დადების უფლება აქვთ. სოფლებში შიდა გზების მოხრეშვა და არმირებული ბეტონის საფარის გზის მოწყობა სწორედ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პირველი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სოფელ ბეითარაფჩიში, ხულდარაში და ყუდროში შიდა გზების მოხრეშვისთვის შპს „ამირანს“ 39 756 ლარს და 54 თეთრს გადაუხდის. სოფელ ბეითარაფჩიში შიდა გზების მოხრეშვისთვის 15 122 ლარია გამოყოფილი, სოფელ ხულდარისათვის 15 121 ლარი, ხოლო ყუდროსთვის 9 513 ლარი და 54 თეთრი.

რაც შეეხება მეორე გამარტივებულ შესყიდვას, სოფელ ჯანხოშში მისასვლელ გზაზე არმირებული ბეტონის სავალი ნაწილის მოწყობის, სოფელ ხანჯიგაზლოსა და ბრდაზორსი შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოებისათვის მერიამ შპს „ამირანს“ 39 967 ლარი და 20 თეთრი გადაუხადა. სოფელ ჯანხოსათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 226 ლარია გამოყოფილი, სოფელ ხანჯიგაზლოსათვის 11 260 ლარი, ხოლო სოფელ ბრდაზორისათვის 9 480 ლარი.

ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება 60 კალენდარული დღის განმავლობაშ უნდა შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია