მარნეულის 15 სოფელში გარე განათება მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოფლის პროგრამის ფარგლებში, 15 სოფელში გარე განათებას მოაწყობს. სხვადასხვა უბანზე გარე განათების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე გააფორმა შპს „მურთად“. სწორედ აღნიშნულ კომპანიას ევალება თხუთმეტივე სოფელში სამუშაოების განხორციელება.

გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს და გარე განათების მოსაწყობად გამოყოფილ თანხებს:

  • კირაჩმუღანლოში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 19`143.78 ლარი
  • ბაიათლოსა და ზემო სარალში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 36`769.08 ლარი
  • სეიდგოჯალოსა და ყიზილაჯლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`734.17 ლარი
  • არაფლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 29`979.71 ლარი
  • სოფ. კასუმლოსა და ულაშლოში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`755.02 ლარი
  • თაქალოში და კაჩაგანში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 38`564.53 ლარი
  • კუშჩუსა და აღმამედლოში სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 34`744.71 ლარი
  • ქვემო სარალსა და ენიქენდში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 39`491.40 ლარი
  • შულავერში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 33`935.54 ლარი

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები