აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციის პლატფორმას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს - აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას ამ პლატფორმით, რომლის შექმნასაც ვაპირებთ თბილისში, რათა პერმანენტული ხასიათი შეიძინოს აღნიშნულმა ინიციატივამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 30 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ და საქართველომ ეს წარმატებით შეძლო.

„ეს არის ჩვენი ინიციატივა. ჩვენ ივნისში შევქმენით მართლაც იშვიათი პრეცედენტი, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ, წარმატებული მედიაციით განახორციელა წარმატებული სამშვიდობო ოპერაცია - მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, მოხდა 15 დაკავებული სომეხი სამხედროს გათავისუფლება და ასევე აზერბაიჯანის მხრიდან დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, 30 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როცა საქართველოს ორ ქვეყანას შორის, ჩვენს მეზობლებს შორის მედიაცია განეხორციელებინოს და ეს წარმატებით შევძელით. სწორედ ჩემი ინიციატივა უკავშირდება ამ პროცესის გაგრძელებას უფრო მაღალ დონეზე და ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს - აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას ამ პლატფორმით, რომლის შექმნასაც ვაპირებთ თბილისში, რათა პერმანენტული ხასიათი შეიძინოს აღნიშნულმა ინიციატივამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: report.ge

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია