„შემიძლია სუნთქვა“ – ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს – „შემიძლია სუნთქვა“.

ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებში მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები