მარნეულის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივ რესურსცენტრში განმარტავენ, ინფიცირების ორი შემათხევევა მოსწავლეებს, ხოლო ერთი მასწავლებელს უკავშრდება. ამბობენ, რომ მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად დაესწრებიან. ონლაინ ჩაატარებს გაკვეთილებს ინფიცირებული პედაგოგიც.

„მოსწავლეების შემთხვევაში, ისინი არ ყოფილან რამდენიმე დღე სკოლაში და მხოლოდ ეს ბავშვები გადავიდნენ ახლა ონლაინსწავლებაზე. პედაგოგსაც ასეთი რეკომენდაცია მისცეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ მასწავლებლის გაკვეთილები გადავა დისტანციურ სწავლებაზე, ვინაიდან არ ჰქონდა განსაკუთრებული შეხება მოსწავლეებთან. თუ ჰქონდა, ისიც პირბადეების მეშვეობით. სწორედ ამის გამო არ გადაიყვანეს მთლიანად კლასები ონლაინსწავლებაზე“- , გვითხრა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 74-ივე სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელია, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები