რუსთავის ციხეში ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

IPN-ს იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, რომ გარდაცვლილები პატიმრები არიან. ნეტგაზეთთან პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ორი ადამიანის გარდაცვალება, თუმცა, უწყებამ ასევე გვითხრა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, გარდაცვლილები პატიმრები იყვნენ, თუ თანამშრომლები.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციხეში ხანძარი გუშინ 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია