ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი მეტოქე ტეილორ ფრიტცი დაამარცხა და ტურნირის ფინალში პირველად ითამაშებს.

ბასილაშვილმა ფრიტცს ორ სეტში – 7:6, 6:3 სძლია.

ფინალში, მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება.

ინდიან უელსის მასტერსი ერთ-ერთია Masters 1000-ის 8-9 ტურნირიდან, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.

წელს ტურნირის საპრიზო ფონდი 9,146,125 ამერიკული დოლარია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ჯერჯერობით, სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია