საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან,
დაახლოებით, 15% მოზარდია, საუბარია 18-წლამდე 103 927 ბავშვსა და
მოზარდზე,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან
გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აქედან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და
სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს,
ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური
დაავადება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.