საქართველო "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს
საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნი მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება.

სამხრეთ აფრიკის, ბოცვანას, ზიმბაბვეს, ნამიბიის, ლესოთო, სვაზილენდის, მოზამბიკისა და მალავის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის შემდეგ აქვთ ვალდებულება გაიარონ 14-დღიანი კარანტინი. ამავე ვადით კარანტინში განთავსება განესაზღვრა ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია