29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. მედიკამენტების მიღებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისობის ვადა და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. მოერიდეთ მძიმე და ცხოველურ საკვებს.

კურო

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ტყუპები

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა გიღალატონ, ვისი იმედიც გქონდათ. უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენი საქმიანი აქტივობა იზრდება.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, მაღალჩინოსანი ადამიანები თქვენს მხარდაჭერაზე უარს იტყვიან, თუმცა ამჟამად ეს არ გადარდებთ, რადგან მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობაზე გაქვთ გადატანილი. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების დროს ფრთხილად უნდა იყოთ, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ.

ლომი

აქტიური დღეა, რომელიც უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ. ხვალამდე თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან. თქვენმა არჩევანმა შეიძლება, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ბანკში მომუშავე ლომებს დაწყებულ საქმეში წარმატება ელით.

ქალწული

სიახლეებით სავსე, აქტიური დღეა. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაუმკლავდებით. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.

სასწორი

გამჭრიახობისა და ძველი გამოცდილების წყალობით ფინანსების გონივრულად განაწილებას შეძლებთ. . შეიძლება ახლა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერი, რაც ხდება, სარგებელს მოგიტანთ. ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა ოჯახის მხარდაჭერა არ მოჰყვეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და კონფლიქტს გამოიწვევს. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან.

მორიელი

ამ დღემ შეიძლება, ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია მოიტანოს, რომელიც ტაქტიკას და გამძლეობას მოითხოვს. თუ ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაძლებელია. ამ დღეს თქვენი სიტყვები ყველასთვის გასაგები და დამაჯერებელია, რაც მოკავშირეების შეძენაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი დასვენებას დაუთმოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

თხის რქა

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. პროფესიული მოღვაწეობის სფეროში საკუთარი ნიჭისა და უნარების სრულად გამოვლენას შეძლებთ. მოერიდეთ ნივთების შეძენას, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და მოგზაურობისთვის.

მერწყული

სავარაუდოდ, დილიდან თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თუმცა საღამომდე უსიამოვნო სიმპტომები უკვალოდ გაქრება. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება გელით. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.

თევზები

გეგმების განხორციელებისას არ დაივიწყოთ ისინი, ვინც თავის დროზე უანგაროდ დაგეხმარათ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება კოლეგებს შორის ბევრი მტერი გაგიჩინოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტისას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია