ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სავარაუდოდ, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია