აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს - გიორგი ღიბრაძე
ღამის კლუბებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ღამის კლუბებთან ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ დაცული იყოს რეგულაციები, ხოლო მეორეს მხრივ ბიზნესს ფუნქციონირება არ შეეზღუდოს.

"ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან [ღამის კლუბებთან] რომ ერთი მხრივ სეგმენტს მიეცეს საშუალება ფუნქციონირების, მეორე მხრივ მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს" - განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია