Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა
53 ადამიანი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით – 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21
457 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის
მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14
დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.96%. ბოლო 24 საათში
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 817 963-ია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში
გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე
განაწილდა: თბილისი – 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635,
ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო –
ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92,
სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც:
6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323. ამ ეტაპზე
მძიმე 1 600 პაციენტია: თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში –
483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში
– 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32. 1 189. ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში.