არსებული ინფორმაციით, წალენჯიხაში ქალი შვილის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა
წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიით დედა, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე ახალგაზრდამ ე.წ. ტირის თოფიდან გაისროლა, ტყვია კი ქალს კისრის არეში მოხვდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი" დეტალებს საქართველოს შს სამინისტროში არკვევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები