ვაქცინაციის პროცესი ქაშმირის თოვლიან მთებში [ფოტოები]
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. მთიან სოფლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კარდაკარ კამპანიას აწარმოებენ: COVID-19-ის ვაქცინას - მოზარდებს, ბუსტერ დოზას კი მოხუცებს უკეთებენ. AP News ფოტოებს ავრცელებს.









სამედიცინო ჯგუფის განმარტებით, მაცხოვრებელთან დიდი ნაწილი ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის მსხვერპლია, ამიტომ ექიმები აცრასთან ერთად მოსახლეობას სწორი ინფორმაციას აწვდიან, რათა გაზარდონ პროცესისადმი ნდობა.

გასულ წელს კამპანიის ფარგლებში ათასობით სოფლის მაცხოვრებელი აიცრა. ახალი ფაზა 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაციისა და მოხუცებისთვის ბუსტერ დოზის მიწოდებას მოიცავს.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები