შვიდი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში ცხოვრება ძვირდება
სასურსათო პროდუქტებიდან, საყოფაცხოვრებო მნიშვნელოვან ნივთებამდე - მთელს მსოფლიოში ცხოვრების ხარჯები მკვეთრად იზრდება.

გლობალური ინფლაციის ტემპმა, რომლითაც ფასები იზრდება, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.

რა განაპირობებს ასეთ სიძვირეს? წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს.

1. ენერგორესურსების და საწვავის გაძვირება

პანდემიის დასაწყისში ნავთობის ფასები დაეცა, მაგრამ მას შემდეგ მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, ფასებმაც მკვეთრად იმატა.

შეერთებულ შტატებში თითო გალონი ბენზინი ამჟამად საშუალოდ 3,31 დოლარი, რაც ერთი წლის წინ 2,39 დოლარი იყო. მსგავსი სიტუაციაა დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში. ასევე მოიმატა გაზის ფასმა,რასაც ხარჯების გაზრდაც მოჰყვა.

2. საქონლის დეფიციტი

პანდემიის დროს ბევრ ყოველდღიურ საქონელზე ფასები გაიზარდა. გასული წელს, დიდი ლოკდაუნის დროს ქვეყნების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დანაზოგები სახლის რემონტში და სხვა საჭიროებებში დახარჯეა.

უამრავი მწარმოებელი კვლავაც იბრძვის არსებობისთვის, ბევრი კი უბრალოდ, დაიხურა. ამან გამოიწვია უამრავი ნივთის დეფიციტი, მათ შორის, როგორიცაა პლასტმასი, ბეტონი და ფოლადი, გაიზარდა მათი ფასებიც. 2021 წელს დიდ ბრიტანეთში ხე-ტყე 80%-ით ძვირი ღირდა, ვიდრე რეგულარული ფასი პანდემიამდე.

აშშ-ს მსხვილმა საცალო მოვაჭრეებმა Nike-მდა Costco-მ მიწოდების ჯაჭვის მაღალი ხარჯების გამო გაზარდეს ფასები. აქვე უნდა აღინიშნოს მიკროჩიპების დეფიციტიც, რომლებიც მანქანების, კომპიუტერების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებია. ყველაფერმა ამან კი დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე.

3. ტრანსპორტირების ფასი

გლობალური გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც აგზავნიან საქონელს მთელს მსოფლიოში, ახლაც გადატვირთულია მზარდი მოთხოვნის გამო. ეს ნიშნავს, რომ საცალო მოვაჭრეებმა გაცილებით მეტი უნდა გადაიხადონ ამ ნივთების მაღაზიებში მოსატანად. შედეგად, ფასები გაეზარდა მომხმარებელს.

აზიიდან ევროპაში ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის გაგზავნა ამჟამად 17 000 დოლარი ღირს - 10-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ღირდა 1 500 ფუნტი. ამასთან ახლდა ავიაბილეთის გაზრდილი ტარიფი და ევროპაში სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავის პორტებში რეკორდული საცობების დაძლევა დაიწყო, სატრანსპორტო შეფერხებები შემსუბუქდა. მაგრამ Omicron-მა და Covid-ის მომავალი ვარიანტების გაჩენამ შეიძლება გააუქმოს ეს მიღწევები.

4. ხელფასის ზრდა

პანდემიის დროს ბევრმა ადამიანმა დატოვა სამსახური ან შეიცვალა სამუშაო. აშშ-ისშრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სამსახური აპრილში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად, ფირმებს უჭირთ ისეთი კადრების დაქირავება, როგორიცაა მძღოლები, კვების გადამამუშავებლები და მიმტანები რესტორნებში. აშშ-ს 50 მსხვილი საცალო ვაჭრობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ 94%-ს უჭირს ვაკანსიების შევსება. ამის გამო კომპანიები დადგნენ რეალობის წინაშე - მათ უნდა გაზარდონ ხელფასი ან შესთავაზონ პრემიები თანამშრომლებს. მაკდონალდსი და ამაზონი გვთავაზობენ სამუშაოს ბონუსებს 200-დან 1000 დოლარამდე.

დამსაქმებლებისთვის განკუთვნილი ეს დამატებითი ხარჯები ისევ მომხმარებლებს აწვება კისერზე.

5. კლიმატი

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ექსტრემალურმა ამინდმა ხელი შეუწყო ინფლაციას. მსოფლიო ნავთობის მარაგებს ქარიშხალი „იდა“ და„ნიკოლასი“ დაარტყა, რომელმაც მექსიკის ყურე გაიარა და აშშ-ს ნავთობის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მიკროჩიპებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზამთრის ძლიერი ქარიშხლის გამო, ტეხასის დიდი ქარხნები დაიხურა.

მას შემდეგ რაც მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელს, ბრაზილიას თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვის შემდეგ ცუდი მოსავალი ჰქონდა, მსოფლიო ბაზარზე აიწია ყავის ფასმაც.

6. სავაჭრო ბარიერები

ფასებს ასევე უფრო ძვირი იმპორტი ზრდის. Brexit-ის ვაჭრობის ახალმა წესებმა, 2021 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში იმპორტი დაახლოებით მეოთხედით შეამცირა. ამას დაემატა ცალკე, აშშ-ს იმპორტის გადასახადები ჩინურ საქონელზე, რაც საბოლოოდ მყიდველისთვის გაზრდილი ფასი აღმოჩნდა.

ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ გასულ წელს განაცხადა, რომ 2019 წელს კომპანიის მიმართ დაწესებული აშშ-ის სანქციები ამერიკელ მომწოდებლებზე და მომხმარებლებზე გავლენას ახდენდა.

7. მხარდაჭერის პროგრამების დასრულება, რომლებიც პანდემიის დროს მოქმედებდა

მთავრობები მთელს მსოფლიოში ეტაპობრივად წყვეტენ ბიზნესისთვის გაწეულ მხარდაჭერას. პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებიდა სესხები. ამან გამოიწვია უფრო მაღალი გადასახადები, ადამიანებს არსებობა გაუჭირდათ, ხოლო უმეტესობისთვის ხელფასი იგივე დარჩა.

ზოგიერთი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ როდესაც მხარდასაჭერი პროექტები დასრულდება, ინფლაცია მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია