იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად სამთავრობო კომისია იქმნება
იორდანიაში საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად სამთავრობო კომისია იქმნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც სთხოვეს, მათ შორის იქნება თანამოსაყდრე შიო მუჯირიც.

„როგორც იცით, საქართველოს 4 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ და საქართველოს პატრიარქის კურთხევით ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და ჩვენ დავიწყებთ მუშაობს კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
19 იანვარს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ იორდანიაში, მდინარე იორდანესთან საქართველოს გადაეცემა მიწის ნაკვეთი, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იორდანიის მეფემ და პრინცმა მიიღეს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 2018 წელს “ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ იორდანიის სამეფო მზად იყო, მდინარე იორდანიის ნაპირზე საქართველოსთვის მიწა ეჩუქებინა, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება იქნებოდა შესაძლებელი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია