მთავრობა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დოკუმენტს დაამტკიცებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დოკუმენტი დამტკიცდება.

პრემიერის განცხადებით, საკითხს მთავრობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარუდგენს. მისივე თქმით, დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება.

“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან. სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს მთავრობაზე დავამტკიცებთ”,-
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია