რუსეთში თევზის ფერმიდან 300-მდე ტონა ამერიკული კალმახი გაიპარა
რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სოჭთან ახლოს, 300-მდე ტონა ამერიკული კალმახი გაიპარა. მედიის ცნობით, ადგილობრივი მეთევზეები სამი დღეა კალმახს იჭერენ.

თევზის ფერმა ზღვაში შტორმმა დააზიანა, რის შემდეგაც გაპარული კალმახი სოჭის პორტთან მოგროვდა. ადგილობრივი მეთევზეები მედიასთან ამბობენ, რომ ამ რაოდენობის თევზი ფერმიდან სოჭში ბოლო 15 წელია აღარ გაპარულა.

ამერიკული კალმახი დელიკატესად მიიჩნევა, ამ ჯიშის 1 კილოგრამი თევზი რუსეთში 1,9 ათასი რუბლი ღირს. ზუსტად უცნობია რა ზომის იყო ფერმა, საიდანაც კალმახი გაიპარა და არც ზარალის ზუსტი ოდენობაა დათვლილი.

უცნობია, ზუსტად რომელ დღეს დაზიანდა ფერმა. მეთევზეები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ბოლო სამი დღეა, ყოველდღიურად, 2-დან 17 კილოგრამამდე ამერიკულ კალმახს იჭერენ.

რუსული მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რომელი ფერმა დაზიანდა სოჭში. მათივე ცნობით, აკვაკულტურით დაკავებული ასეთი კერძო ფერმა სოჭში არაერთია.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია