რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქის მრავალსართულიანი კორპუსის
დაბომბვისას, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე,
სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით წერს, მათ შორის 1 ბავშვია.
Unian-ის ცნობით, სამედიცინო დახმარება 31 ადამიანს დასჭირდა, მათ
შორის, 3 ბავშვსა და ორსულ ქალს. ნანგრევებიდან 8 ადამიანი
ამოიყვანეს, მათგან 3 ბავშვი.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
წყარო: tabula.ge