კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარე განათების მოსაწყობად 37 681 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარე განათების მოწყობის სამუშაოებისათვის გამარტივებული წესით ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მერაიმ შპს „მური“-სთან გააფორმა სოფლებში გარე განათების მოწყობა სოფლის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი.

სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარე განათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა 37 681 ლარად და 27 თეთრად გეგმავს. აქედან სოფელ კაჩაგანისათვის 18 808 ლარი და 62 თეთრი, ხოლო კირეჩ მუღანლოსათვის 18 872 ლარი და 65 თეთრია გამოყოფილი.

შპს „მური“ ვალდებულია სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარე განათების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში დაასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები