საქართველოს მოქალაქეები წელს ყველაზე აქტიურად თურქეთს სტუმრობდნენ - მას არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, გერმანია და პოლონეთი მოსდევს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა დასვენების მიზნით, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს (36.5%).

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, თურქეთს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, გერმანია და პოლონეთი მოსდევს.

„2022 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, გამყვანი ვიზიტორების რაოდენობამ 1 244 660 შეადგინა, საშუალო ღამისთევის რაოდენობა კი 6 ღამით განისაზღვრა. გამყვანმა ვიზიტორებმა,
რომელთა მოგზაურობის მთავარ მიზანს გართობა, დასვენების მიზნით მოგზაურობა წარმოადგენდა, ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთში განახორციელეს (36.5%), მას 9%-ით არაბთა გაერთიანებული საემიროები მოჰყვება, შემდეგ სომხეთი 7%, გერმანია 4.1%, პოლონეთი 2.4%. დანარჩენ ქვეყნებში შედარებით ნაკლები ვიზიტები ფიქსირდება,“
- აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #georgia #turist #turkiye
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები