საქართველოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონები პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია და წალკის კანიონია
საქართველოში ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს შორის პირველ ოთხეულში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია და წალკის კანიონი შედის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განუცხადა.


მისივე განმარტებით, მხოლოდ წალკის კანიონს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა, 77 528 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის, 65% საქართველოს მოქალაქეა, 35% კი უცხო ქვეყნის.

„წალკის კანიონის შესახებ არაერთ საერთაშორისო და
უცხოურ მედიაში გავრცელდა, მათ შორის, CNN, BBC, euronews, yahoo news, Washington post და ა.შ. ასევე, ისრაელის და თურქეთის ყველაზე რეიტინგულმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. წალკის კანიონმა ინტერესი და პოპულარობა ადგილობრივ და საერთაშორისო სოცმედია ინფლუენსერებშიც მოიპოვა.


ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დათვალიერებად დაცულ ტერიტორიებს შორის წალკის კანიონი მე-4 ადგილს იკავებს. წალკის კანიონს 2022 წლის 8 თვის განმავლობაში 77 528 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის, 65% საქართველოს მოქალაქე (50 242 ვიზიტორი) და 35% სხვა ქვეყნის მოქალაქეა (27 286 ვიზიტორი).


ყველაზე პოპულარ დაცულ ტერიტორიებს შორის პირველ ადგილზეა პრომეთეს მღვიმე, რომელსაც 129 048 ვიზიტორი ესტუმრა. შემდეგ მოდის მარტვილის კანიონი (121 602 ვიზიტორი) და სათაფლია (78 100 ვიზიტორი),“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #georgia #turist
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები