აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი - სად გადაყიდა საქართველომ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი
2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 376.1 მლნ აშშ დოლარის 37 660 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 8 თვეში კი, 228.6 მლნ აშშ დოლარის 30 450 ერთეულის.

მონაცემები ყველაზე მასშტაბურია 2014 წლიდან დღემდე. ანუ, მას შემდეგ, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე კონკრეტული მონაცემია ხელმისაწვდომი.

„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:
  • აზერბაიჯანი - 141.6 მლნ აშშ დოლარი ( 14 994 ერთეული)
  • უკრაინა - 71,7 მლნ აშშ დოლარი (7 473 ერთეული)
  • სომხეთი - 41,7 მლნ აშშ დოლარი (4 414 ერთეული)
  • ყაზახეთი - 31.7 მლნ აშშ დოლარი (3 489 ერთეული)
  • რუსეთი - 26.8 მლნ აშშ დოლარი (2 005 ერთეული )
  • ყირგიზეთი - 20.6 მლნ აშშ დოლარი (3 307 ერთეული)
  • ბელგია - 18.4 მლნ აშშ დოლარი (382 ერთეული)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5,773 ათასი აშშ დოლარის (76 ერთეული)
  • ტაჯიკეთი - 5,075 ათასი აშშ დოლარი ( 867 ერთეული)
  • ბელარუსი - 2,864 ათასი აშშ დოლარის ( 88 ერთეული)
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით რეექსპორტი გაზრდილია უკრაინაში. 2021 წლის 8 თვეში უკრაინაში 46,012 მლნ ლარის 6,703 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #car #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები