ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეიზდენტს ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ
დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“,
– წერს პრემიერი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები