ერდოღანი: TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებაზე ვმუშაობთ
"თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მუშაობს, რათა TANAP-ის სიმძლავრე 32 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის სიმძლავრის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან ნახშირწყალბადების შეთანხმებამ თანამშრომლობის ახალი არეალი შექმნა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების
წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“,
- განაცხადა ერდოღანმა.

ტრანსანატოლიური მილსადენი TANAP-ი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაგრძელებაა. მისი სიმძლავრე 16 მლრდ კუბური მეტრია.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12