შოკოლადის იმპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. საქსტატის
მონაცემებით,
წელს 8 თვეში საქართველომ 36,191 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა,
წინა წლის ანალოგიურ პერიოდში -28,451 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის
იანვარ-აგვისტოში - 23,535 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლის იგივე
პერიოდში - 27,434 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული შოკოლადის თითქმის
ნახევარი რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა თურქეთი,
ხოლო მესამე ადგილს
უკრაინა იკავებს.
უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყნის
ჩამონათვალს, საიდანაც წელს საქართველომ პროდუქტი შეიძინა:
- რუსეთი - 16,078 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 7,025 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 4,382 მლნ აშშ დოლარი
- ბელგია - 2,429 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 1,140 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 913.1 ათასი აშშ დოლარი
- სომხეთი - 664.2 ათასი აშშ დოლარი
- პოლონეთი - 622.4 ათასი აშშ დოლარი
- ნიდერლანდები - 619.8 ათასი აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 490.1 ათასი აშშ დოლარი