რუსთავში ძაღლის მიერ ადამიანების დაგლეჯვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წუხელ რუსთავში ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაგლიჯა.

ადგილობრივი მედიის „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, პიტბულის ჯიშის ძაღლი თავს 4 ადამიანს დაესხა. როგორც მედიაგამოცემასთან ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, პატრონს ძაღლი საბმელისა და ალიკაპის გარეშე მიჰყავდა, ძაღლი კი მათ მოულოდნელად დაესხა თავს. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებს ნაკბენები კიდურებსა და მუცლის არეში ჰქონდათ და კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები