დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური
ცერემონია გაიმართება.
დღესვე, „შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.