კელი დეგნანი - ილჰამ ალიევის განცხადება იყო იმედისმომცემი, საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი
ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“.

დეგნანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება იმედისმომცემია.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის სამხედროების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები