9 თვეში ინტერნეტით ₾5.4 მილიარდის ოპერაციები შესრულდა
ინტერნეტით საქონლისა და მომსახურების შეძენა სულ უფრო პოპულარული ხდება, შედეგად, ელექტრონული კომერცია ზრდის ტრენდს აჩვენებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ინტერნეტით რეკორდული რაოდენობის ოპერაცია განხორციელდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისი - სექტემბრის პერიოდში ინტერნეტით 31 136 521 ტრანზაქცია შესრულდა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 24.7 ათასი იყო, პირველ კვარტალში კი 20.6 ათასი.

9 თვეში სულ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულდა 76.5 მლნ ელექტრონული კომერციის ოპერაცია - თანხობრივად 5.45 მილიარდი ლარი. წინა წელთან შედარებით, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები 15%-ით ანუ 712 მლნ ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერი გამორჩეული თვე იყო ელექტრონული კომერციისთვის - 10 855 622 ტრანზაქციით, 781 მლნ ლარის ოპერაციები შესრულდა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
თეგები: ინტერნეტი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები