რაშად ორუჯოვმა გერმანიაში ჩატარებულ ტურნირზე ევროპის და მსოფლიოს მედალოსანი დაამარცხა
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რაშად ორუჯოვი გერმანიის ქალაქ Nieder-Liebersbach-ში ჩატარებული „Regionalliga Baden-Württemberg” ლიგაზე მომდევნო გამარჯვება მოიპოვა. მან მომდევნო მოწინააღმდეგე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მედალოსანი, რუმინელი ფლორინ თითა დაამარცხა და გაიმრჯვა. სპორტსმენის მწვრთნელი თაბრიზ ბაღმანოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ახცადებს, რომ გერმანიის კლუბის წარმომადგენელმა ორუჯოვი 22 ოქტომბერს ჩატარებულ შეჯიბრზე პირველი შეხვედრა სულ 57 წამში დაასრულა და გაიმარჯვა.

„რაშად ორუჯოვმა გერმანიაში ჩატარებულ ლოკაში ჯერჯერობით 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველაზე გაიმარჯვა. რაშადმა მოწინააღდეგეც დაამრცხა მიუხედავად მისი სტატუსისა. ის წინასწარ ემზადებოდა შეჯიბრებისთვის და ბოლოს გამარჯვება მოიპოვა. რაშადის გამარჯვება ჩვენი სკოლის,საყვარელი ადამიანების, ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. მისგან გამარჯვების გაგრძელებას ველოდებით. აღსანიშნავია, რომ მეორე მოწინააღდეგემ იცოდა რომ წააგებდა და უარი განაცხადა შეჯიბრზე გასვლაზე. ამით ღაშადი ტექნიკურად მგებული დარჩა“.

რაშად ორუჯოვი წარმოშობით დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ყარაბულახიდანაა. უკვე 9 შეჯიბრისთვის ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ რაშად ორუჯოვი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. სპორტსმენმა ივნისის თვეში გერმანიის “SVG Nieder-Liebersbach” კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა. ის ოქტომბრის თვიდან 3 თვის განმავლობაში ბერძნლ-რომაულ ჭიდაობაზე გერმანიის კლუბს წარადგენს.

რაშად ორუჯოვი ამ წლის იანვარში ქალაქ რუსთავში ჩატარებულ 23 წელს დაბადებულებს შორის ჩატარებულ ბერძნულ-რომაეულ ჭიდაობაზე საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები