ოქტომბერში მხოლოდ ბოსტნეული და ხილი გაიაფდა - 10 პროდუქტი, რომელზეც ფასი შემცირდა
2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 %-ით განისაზღვრა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამოათვალს, რომელიც გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:

პომიდორი - 23.9%-ით
კიტრი - 23%-ით
ქლიავი - 22.9%-ით
მწვანილი - 20%-ით
კივი - 19.3%-ით
კომბოსტო 17.5%-ით
ფორთოხალი - 12.7%-ით
ბადრიჯანი - 10.8%-ით
ჭარხალი - 9.5%-ით
სტაფილო - 4%-ით


ინფორმაციისთვის, პომიდორი, კომბოსტო, ჭარხალი და სხვა პროდუქტი, რაზეც მიმდინარე წლის ოქტომბერში ფასები ყველაზე მეტად შემცირდა, 2021 წელს ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის იყო. კერძოდ, საქსტატის დეკემბრის მონაცემებით, 117,3%-ით იყო გაზრდილი ფასი პომიდორზე, 89,3%-ით კომბოსტოზე, 56,2%-ით ჭარხალზე და ა.შ.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები