დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 ნოემბერს „დიდი განცხადების“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ოჰაიოში რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავს, გამოაცხადოს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის.

„ეს არის წელი, როდესაც ჩვენ წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ. ჩვენ დავიბრუნებთ სენატს და დავიბრუნებთ ამერიკას. 2024 წელს კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ბრწყინვალე თეთრ სახლს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები