რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე
მუშა მოიყოლა.
შინაგან
საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი
ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ
სამართალდამცავები.