ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, აღიარა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, 20 ნოემბერს 14 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა მესხიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან მოხდა. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა