ხაშურში დააკავე უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი, რომელსაც ბრალად ედება
მეგობარი ქალის იძულება და მასზე ძალადობა.
ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას,
დაკავებული კაცი ბიზნესმენია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის
ორი მუხლით აქვს დაწყებული:
11 პრიმა - 139 მუხლი - სექსუალური ხასიათის იძულება;
126 პრიმა მუხლი - ოჯახში ძალადობა.
დაკავებულ კაცს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.