ნინო ლომჯარია „ვივამედში“ მივიდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა.

ლომჯარიას თქმით, ის ეცდება, გაესაუბროს სამედიცინო პერსონალს, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს და თავად სააკაშვილს, თუ მას ამის სურვილი და ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

„დიდი ხანია მე პირადად არ მინახავს [მიხეილ სააკაშვილი]. ბოლოს ვნახე გორის ჰოსპიტალში, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულ
არულად ახორციელებდნენ ვიზიტს. ჩვენი კონსილიუმი არ ერეოდა ამ ყველაფერში, ვინაიდან ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ისმის ძალიან შემაშფოთებელი შეფასებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, მივიღე გადაწყვეტილება, მოვიდე და პირადად გავეცნო მის მდგომარეობას“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ფორმულას“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საექსპერტო დასკვნა იტყვის, რომ იგი მძიმედაა [და გადაყვანას საჭიროებს], სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს „არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები