საქართველოს მუსლიმმა სასულიერო პირებმა შვედეთში ყურანის დაწვა დაგმეს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში მოქმედმა საქართველოს სასულიერო კავშირის წევრებმა შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ, ერთ-ერთი პარტიის ლიდერის რასმუს პაულის მიერ ყურანის დაწყვა დაგმეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ განცხადებას:

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო კატეგორიულად გმობს შვედეთსა და ჰოლანდიაში ანტიისლამისტი აქტივისტების უმსგავსო და აღმაშფოთებელ ქმედებას - მუსლიმთა წმინდა წიგნის ყურანის დაწვასთან დაკავშირებით. მსგავსი შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული ქმედებები ყოველხმრივ ცდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და მიმართულია საზოგადოებაში შუღლისა და არეულობის დასათესად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიიღონ სათანადო ზომები აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

„მათ სურთ თავიანთი ბაგეებით ჩაქრობა ალლაჰის ნათელისა, მაგრამ ალლაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც სძაგდეთ ეს ურწმუნოთ“. (ყურანი 61/8)

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები