მარნეულის 18 სოფელი, სადაც სოფლის პროგრამის ფარგლებში პროექტები განხორციელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში 18 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება შპს „მერკური+“-თან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 13 680 ლარად მერიას უნდა მიაწოდოს 18 სოფელში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

გთავაზობთ მარნეულის 18 სოფლის და მათში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს:

1. ბეითარაბჩი - სკოლის ეზოს შემოღობვა 31 000 ლარი
2. ბაითალო - მინი სტადიონის მოწყობა 20 000 ლარი
3. დიდი ბეგლიარი - სპორტულ მოადანთან ტრენაჟორების მოწყობა 24 000 ლარი
4. წითელი სოფელი - საბავშვო სკვერის მოწყობა 16 000 ლარი
5. დაშტაფა - საბავშვო სკვერის მოწყობა 20 000 ლარი
6. გიულბაღი - არსებული საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია 22 000 ლარი
7. წერაქვი - საბავშვო სკვერის შემოღობვა და ტრენაჟორების მოწყობა 20 000 ლარი
8. სიონი - არსებულ საბავშვო სკვერში ტრენაჟორების მოწყობა 20 000 ლარი
9. არაფლო - საბავშვო სკვერის მოწყობა 31 000 ლარი
10. ენიქენდი - საბავშო სკვერის მოწყობა 26 000 ლარი
11. ხუტორ-ლეჟბადინი - საბავშვო ატრაქციონების მოწყობა 22 000 ლარი
12. ლეჟბადინი - ფანჩატურის მოწყობა (სარეკრეაციო სივრცე) 26 000 ლარი
13. ამბაროვკა - საბავშვო ატრაქციონის მოწყობა 31 000 ლარი
14. წერეთელი - სათამაშო ატრაქციონის მოწყობა (რომელაშვილის ქუჩაზე) 40 000 ლარი
15. ნორგიული - სათამაშო ატრაქციონების მოწყობა 31 000 ლარი
16. თამარისი - სკვერის ტერიტორიაზე ტრენაჟორების მოწყობა 40 000 ლარი
17. ქვემო ყულარი - საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა 26 000 ლარი
18. ალავარი - სოფლის ცენტრის შემოღობვა 10 000 ლარი

მარნეულის მერიამ შპს „მერკური+“-თან ხელშეკრულება 18 მაისს გააფორმა. აღსანიშნავია, რომ 10 მაისს მარნეულის მერიამ 35 687 ლარის ღირებულების ოთხი გამარტივებული შესყიდვა ოთხ სხვადასვა კომპანიასთან გააფორმა სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად. აღნიშნულ ოთხ კომპანიას შორისაა „მერკური+“-იც რომელმაც მერიას 3 800 ლარად მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სასაფლაოების შემოღობვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უნდა მიაწოდოს.

მარნეულის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია 1-15 თებერვალს მიმდინარეობდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები