თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.

პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.

აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები