მარნეულელი ძიუდოისტი პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია
მარნეულელი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე პრაღის ევროპის თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.


"73 კგ წონით კატეგორიაში, მარნეულელმა ძიუდოისტმა კოტე კაპანაძემ ფინალურ შეხვედრაში, გერმანიის წარმომადგენელი ფილიპ დრექსლერი დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. საქართველოს ღირსებას აღნიშნულ ტურნირზე, 37 ვაჟი და 6 გოგონა ძიუდოისტი იცავს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კოტეს ულოცავს მიღწეულ წარმატებას!“ - წერს მარნეულის მუნიციპალიტეტი

პრაღამ ახალგაზრდებს შორის ევროპის თასს 3-4 ივნისს უმასპინძლა. 

გარეკანის ფოტო: იპონი • Ippon


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები