მარნეულში მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში ავტომობილების მოძრაობა არ შეიზღუდება. ხიდზე აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და სამუშაოების განხორციელებისას ხიდით სარგებლობა შესაძლებელი იქნება.

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე არსებული დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს.

ხიდის რეაბილიტაციის თანხის 95%-ს ცენრალური ბიუჯეტი, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსებს. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის და ხიდისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

"გათვალისწინებულია არსებული განათების ბოძების და მოაჯირების დემონტაჟი, ხიდის სავალი ნაწილიდან მრავალჯერ გადაგებული ასფალტბეტონის ფენის მოხსნა, ტროტუარებზე მოზაიკური ფილების დემონტაჟი, არსებული დაზიანებული ტროტუარის ბლოკების დემონტაჟი. ფოლადის მოაჯირების კონსტრუქცია ინდივიდუალურია და შედგება ფოლადის კვადრატული მილებისაგან, რომელიც შედუღებით მაგრდება ტროტუარის ბლოკებზე მოწყობილ სპეციალურ ტუმბებში დაბეტონებულ ფოლადის ჩასატანებელ დეტალებზე. პროექტში გათვალისწინებულია საპროექტო ფოლადის მოაჯირების შეღებვა. ესტოკადაზე გათვალისწინებულია წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ გათვალისწინებულია გზის გაგანიერება 4,50 მეტრამდე, რომელსაც ცალი მხრიდან გაუყვება ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი და გარდა ზემოაღნიშნულისა პროექტით გათვალისწინებულია რკინიგზის გადასასვლელზე ფეხითმოსიარულეთათვის სპეციალური ფილების მოწყობა," - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.


საპროექტო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები