ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.


როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ირკვევა, ბავშვი გუშინ მშობლებთან ერთად ბაბუის პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. იგი შოკურ მდგომარეობაში, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გურიაში,
რამდენიმე დღის წინ ჰამაკიდან ჩამოვარდა. მშობლებმა ის საავადმყოფოში შემოწმების მიზნით მიიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო.

ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის გურიაში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები