შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევისას ავარიული ინციდენტი განიცადა
შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ
განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება”,
- ნათქვამია განცხადებაში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები