მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბრიტანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი პარიზში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„როიტერსის“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა Le Parisien-მა და ტელეკომპანია BFM-მა ჯეინ ბირკინთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

76 წლის ბირკენი ყველაზე მეტად იყო ცნობილი 1969 წელ, სერჟ გინსბურგთან შესრულებული სიმღერით „Je t’aime…moi non plus“.

ბირკინი ასევე იყო მოდელი. მისი შთაგონებით შეიქმნა ცნობილი ბირკინის ჩანთა, რომელსაც „ჰერმესი“ აწარმოებს.

2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეინ ბირკინმა ინსულტი გადაიტანა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები