„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან
"გირჩი" - მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც "დროას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის მომავლის მკაფიო ხედვა.

„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები