სტადიონი და სკვერი ქვემო გულავრელებს" - სპორტული აქტივობა პრობლემების მოსაგვარებლად

სტადიონი და სკვერი ქვემო გულავერისთვის - ამ ლოზუნგით გაიმართა

საფეხბურთო მატჩი პლატფორმა "სალამ"-ისა და სოფელ გეტას ქვემოგულავერის ახალგაზრდების შორის. ფეხბურთის პარალელურად სტადიონზე შეკრებილი ადგილობრივებისგან შეგროვდა 30 ხელმოწერა და ახალგაზრდები მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სტადიონის და სკვერის აშენების მოთხოვნით.

"აღსანიშნავია, რომ ქვემო გულავერის ახალგაზრდების შორის ფეხბურთი საკმაოდ პოპულარულია. ქვემო გულავერის მოყვარულთა კლუბი სოფლების ტურნირის შორის ყოველთვის იკავებს საამაყო ადგილს. ასევე ძალზედ
მნიშვნელოვანია ის, რომ 14-18 წლის ახალგაზრდები აქტიურად დადიან საფეხბურთო წრეებში ხოლო, რამოდენიმემ კი უკვე მოასწრო საზღვარგარეთ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. "
- წერს პლატფორმა სალამი

"სალამ"-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და სოფელ ქვემო გულავერში მცხოვრები ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ სტადიონი და სკვერი ხელს შეუწყობს სოფელში სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და სოფელში განსხვავებულად ლამაზი ადგილის შექმნას.

"ვიტოვებთ იმედს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია გაითვალისწინებს ახალგაზრდების მოთხოვნას და გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა 2024 წელს ქვემო გულავერში ახალგაზრდები შეძლონ თვითგანვითარებაზე ზრუნვა და ფეხბურთის თამაშის უფრო მოტივირებულად გაგრძელება." წერს სალამი

ღონისძიება ლ იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia
ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: სალამ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები