ოლაფ შოლცი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით - მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დებატები იმართება.

უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ მზად ვართ გაფართოებისთვის, რასაც განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ოლაფ შოლცმა უპასუხა: „მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები