თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გვიან
ღამით დასრულდა. მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ამოიყვანეს. მასში
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
"შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა
ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო
ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები,
მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი
ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა იპოვეს ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია
მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი
გარდაცვლილი
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ
ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – თქვა საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო
ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.
მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის
განმავლობაში მიმდინარეობდა. ავტომანქანა მეტეხის ხიდიდან 15
თებერვლის გვიან საღამოს გადავარდა.